აზერბაიჯანში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 201 პაციენტი, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერაციულ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა - 232 829-ს შეადგენს, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 227 472 პირი, დაღუპულთა რიცხვი კი 3 193-ია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ქვეყანაში, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები აცრეს. 1-ელი თებერვლიდან 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია განახორციელეს, სამი დღის წინ კი 50 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა დაიწყეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს