ლევან იოსელიანი - ყველანაირი შტურმი, ესკალაცია და ძალადობა დამღუპველია - ბევრ პოლიტიკოსზე მეტად საელჩოებსა და ელჩებს შესტკივათ გული ჩვენი ქვეყნის მომავალზე

ამ ქვეყნისთვის ყველანაირი შტურმი, ესკალაცია და ძალადობა დამღუპველი და პროცესების ჩიხში შემყვანია. ეს პროცესი სადღაც უნდა გაჩერდეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას "მოქალაქეების" წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას.

მისივე თქმით, ჩვენს ბევრ პოლიტიკოსზე მეტად საელჩოებსა და ელჩებს შესტკივათ გული ქვეყნის მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებაზე.

"ორი დღეა, დასავლელი პარტნიორები, საელჩოები მოლაპარაკებისკენ მოგვიწოდებენ, ამას ალტერნატივა არ აქვს. კომპრომისი უნდა გამოინახოს, რადგან პოლიტიკური კრიზისი ყოველ დღე უფრო და უფრო ღრმავდება. ჩვენ უმრავლესობას მოვუწოდებდით, რომ ადამიანებისთვის იმუნიტეტის მოხსნა, რაც ითარგმნება მისი დაჭერით, პროცესს მხოლოდ გააღრმავებდა და ყველაფერს ჩიხში შეიყვანდა. უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა და საქმე აქამდე მოვიდა. რაც უფრო მეტი ადამიანი ეტყვის ორივე მხარეს, რომ ადამიანების დაჭერა, ციხეში ჩასმა და წითელი ხაზებით საუბარი, ამ ქვეყანას ჩიხისკენ მიაქანებს, კარგი იქნება. ჩვენს ბევრ პოლიტიკოსზე მეტად საელჩოებსა და ელჩებს შესტკივათ გული ჩვენი ქვეყნის მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებაზე. რომ არა, მათი ჩართულობა ყველა ეტაპზე, ახლა სად ვიქნებოდით, კაცმა არ იცის. მათი დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე და პროცესები რაღაცნაირად მოქცეულია კანონიერ ჩარჩოში", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ „არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა