ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას 15-მდე აქტივისტია დაკავებული

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 15-მდე ადამიანი დააკავეს. თავად ხაბეიშვილი პოლიციას არ ემორჩილება და პარლამენტის წინ კარვების გაშლას ცდილობს.

„კანონი ამის უფლებას გვაძლევს. აბსოლუტურად უკანონო, რუსული მეთოდებით ცდილობენ, რომ ეს ადამიანები ციხეში წაიყვანონ, მაგრამ ფაქტია, არავის ეშინია“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ის აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა