ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ის გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე 2016- 2019 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2015 - 2016 წწ. - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორი; 2015 წ. - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე; 2010 - 2015 წწ - MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსური მენეჯერი; 2007 - 2010 წწ. - ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი; 2007 წ. - ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი 2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი 2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი - პირადი ბანკირი 2004-2005 წწ. - ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი2001 - 2004 წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი; 1999 - 2001 წწ. - შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი; 1998 - 1999 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა; მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში; ჯუანშერ ბურჭულაძეს 1994 - 1998 წლებში საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული 1999 წელს ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლაში ინგლისური ენის კურსები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა