გაეროს გენერალური მდივანი ვაქცინაციის გლობალური გეგმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მსოფლიოს ქვეყნებისთვის ოთხ გლობალურ პრიორიტეტს ასახელებს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გენმდივანი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს ვაქცინაციის გლობალური გეგმა, დაიწიოს გეოპოლიტიკური დაძაბულობის დონე და გამყარდეს დიპლომატია. გარდა ამისა, მისი თქმით, კაცობრიობისთვის აუცილებელია სოლიდარობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე საუბრისას გუტიერეშმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა ერთმანეთს ზედმეტი დოზები უნდა გაუნაწილონ. მას იმედი აქვს, რომ „დიდ ოცეულს“ გააჩნია ყველა შესაძლებლობა ექსტრემალური სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც ვაქცინაციის გლობალურ გეგმას შექმნის.

მისი აზრით, ასეთი გეგმა შეძლებდა ქვეყნების, კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ფინანსური დაწესებულებების გაერთიანებას, რომლებსაც გააჩნიათ აუცილებელი უფლებამოსილება, სამეცნიერო ექსპერტიზა, სამეწარმეო და ფინანსური სიძლიერე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა