ბორის ჯონსონი - უნდა დავრწმუნდეთ, რომ მთელს მსოფლიოში ყველა მიიღებს ვაქცინას, რათა შევძლოთ ამ პანდემიის ერთად გადალახვა

სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა არის ის, რაც დაგვჭირდება ამ პანდემიის შემდეგ, - ამ სიტყვებით გახსნა „დიდი შვიდიანის“ ონლაინ შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მან ლიდერებს განუცხადა, რომ COVID-19 პანდემიის შემდეგ საჭიროა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა, კლიმატის ცვლილების მოგვარების ამბიციური გეგმით, რაც შექმნის მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ მთელს მსოფლიოში ყველა მიიღებს ვაქცინას, რათა მთელმა მსოფლიომ შეძლოს ამ პანდემიის ერთად გადალახვა. ვიცი რამდენიმე კოლეგამ უკვე განაცხადა ამ იდეის შესახებ და ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში მტკიცედ ვუჭერთ ამას მხარს. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ერთად ვიმუშაოთ პანდემიის შემდგომ რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მან ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებების პრობლემაზეც.

„ასევე ვფიქრობ შესაფერისი დროა ყველა ჩვენგანმა ფოკუსირება მოვახდინოთ სხვა დიდ ბუნებრივ გამოწვევაზე. ჩვენ ვერ დავაიგნორებთ კლიმატური ცვლილებების პრობლემას. ამიტომაც ვაპირებთ მუშაობას ჩვენს გეგმებზე „დიდი შვიდიანის“ ფარგლებში. სხვათა შორის, შესანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა აშშ დააბრუნა პარიზის კლიმატის ცვლილბების შეთანხმებაში. ეს წინ გადაგმული დიდი ნაბიჯია“, - განმარტა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა