ანგელა მერკელი - პანდემია არ დასრულებულა, სანამ მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიასა და სხვა მდიდარ ქვეყნებს შესაძლოა ფულის გარდა ვაქცინების საკუთარი მარაგის გადაცემა დასჭირდეს განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მხოლოდ მთლიანი მსოფლიოს ვაქცინაციით დასრულდება კორონავირუსის პანდემია. ამის შესახებ კანცლერმა „დიდი შვიდიანის“ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ჩემს გამოსვლაში განვაცხადე, რომ პანდემია არ დასრულდება, ვიდრე მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება“, - განაცხადა მერკელმა.

მერკელის თქმით, შეხვედრაზე არ განხილულა ღარიბი ქვეყნებისთვის გადასაცემი ვაქცინების მარაგების კონკრეტული პროცენტები და ვადები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა