ჯო ბაიდენი - რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი

რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც ის მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

”ჩვენ შევძლებთ რუსეთის მხრიდან საფრთხის დაძლევას, რომელსაც სურს შეასუსტოს ევროპული პროექტი და ნატოს ალიანსი”, - აღნიშნა მან.

ბაიდენის თქმით, რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩინეთის გამოწვევებისგან, მაგრამ ისინი ისეთივე რეალურია.

„გვინდა მომავალი, სადაც ყველა ერს შეეძლება თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი გზა ძალადობის და იძულების საფრთხის გარეშე”, - თქვა ბაიდენმა და დასძინა: ”ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავუბრუნდეთ დაპირისპირებასა და ცივი ომის ბლოკებს”.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი - რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს