სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში ტერევერკოს ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსლში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, ფარსადანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა