სოზარ სუბარი - ოპოზიციამ დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, პარალელურად კი დაიწყეს ძალადობრივი აქციები, ეს ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ

„ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან აქციების დაწყება ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ და შეთანხმება არ უნდათ.

ამასთან, როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიტიკუი კრიზისი, რომელიც მთავრობის მეთაურის წასვლით შეიქმნა, “შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამოწურულია”.

„როდესაც მთავრობის მეთაური მიდის, ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ეს არის ხანმოკლე პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს ზუსტად ორ დღეში ეყოლება ახალი, ქმედითუნარიანი მთავრობა და შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. იქ ვიყავით ყოველთვის. ველოდებოდით ოპოზიციას, ოღონდ ულტიმატუმის გარეშე. არანაირი ახალი არჩევნები არ იგეგმება, არჩევნები იქნება 2024 წელს. სხვა მხრივ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ. თუმცა ის, რაც ოპოზიციამ დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, პარალელურად კი დაიწყეს ძალადობრივი აქციები, ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ და ნიშნავს, რომ მათ მოლაპარაკებები არ უნდათ. ეს გამოჩნდა ლიდერების განცხადებებში. ვგულისხმობს ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს, რომლებმა თქვეს, რომ რამდენიმე ლიდერი პოლიტიკური პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო მოლაპარაკებები. მათი მიზანი იყო რევოლუციის და გადატრიალების მცდელობა. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ გადატრიალება ვერ მოხდება”,- განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, სუბარი ამბობს, რომ “საქართველოს მეგობრები 2012 წელსაც ასე მოგვიწოდებდნენ, რომ არცერთი დამნაშავე არ მიგვეცა პასუხისმგებლობაში”.

„ჩვენ, ბუნებრივია, ვერ გავითვალისიწნებდით მსგავს მოწოდებებს. კანონი კანონია. როგორც არის დაუშვებელი შტურმი კაპიტოლიუმზე, ისეა დაუშვებელი შტურმი საქართველოს პარლამენტზე”,- განაცხადა სუბარმა.

იხილეთ ვიდეო:სოზარ სუბარი - ოპოზიციამ დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, პარალელურად კი დაიწყეს ძალადობრივი აქციები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა