სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 1 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 170 234 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 159 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 161 903-ია.