ლევან დავითაშვილი - მომდევნო 4 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გვექნება

პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, „გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით, უკანასკნელ პერიოდში, არაერთი რეფორმა გატარდა, მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება; 2012-2020 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი 288 539.5 ჰექტარით გაიზარდა. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი ტყის კოდექსი.

„ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა - კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს 33 მილიონი ევრო გამოუყო.

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი ხარისხი. სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით, შემუშავდა და საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები. დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა; 60 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში. ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი. ჩვენ სრულიად ვცვლით სახელმწიფო კონტროლის ფორმას; ეს იქნება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე ორიენტირებული სისტემა.

ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ პრინციპებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, მიღებულია ახალი რეგულაციები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვექნება კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა