ირაკლი ქარსელაძე - 2021 წელს 349 მლნ ლარის ინვესტირების შედეგად 150 დასახლებულ პუნქტში 220 ათასი ადამიანს პირველად  ექნება ცენტრალიზებული წყალმომარაგება

სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, გზებთან ერთად, ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, სისტემები, რომელიც ასევე საბაზისოა საციცოცხლო და უმნიშვნელოვანესი და 2020 წელი აქაც ძალიან შედეგიანი იყო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ 2019-2020 წლებში 500 მილიონი ლარის მობილიზებისა და ინვესტირების შედეგად წყლის სისტემები გაუუმჯობესდა 360 ათას ბენეფიციარს და განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში, პირველად ამ ქალაქების ისტორიაში, 24 საათიანი წყალმომარაგება ხორციელდება.

ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე 2021 წელს, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემებში 349 მლნ ლარის ინვესტირების შედეგად 150 დასახლებულ პუნქტში 220 ათასი ადამიანს პირველად ექნება ცენტრალიზებული წყალმომარაგება.

„რა თქმა უნდა, იყო კიდევ მრავალი სხვა პროექტზე, როგორც გზების, ასევე წყალმომარაგების მიმართულებით, გავლენა იქონია პანდემიურმა გამოწვევებმა, რომელიც ფინანსური სახსრების ხელმისაწვომობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა