ნიკა მელია ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს ვიზიტი არ ემსახურება კონკრეტულად ნიკა მელიას მხარდაჭერას. ეს ვიზიტი დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.

ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის გამორჩეული ლიდერი ჩამოდის და გთავაზობს თანამშრომლობას, ეს ნამდვილად მისასალმებელია. კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რომელიც მრავალი წელიწადი არსებობს“,-აცხადებს ნიკა მელია.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელია ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა