რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა - CoviVac-ი დაარეგისტრირა

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა, CoviVac-ი, დაარეგისტრირა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა.

ვაქცინა „ჩუმაკოვის იმუნური და ბიოლოგიური პროდუქტების კვლევისა და განვითარების ფედერალური სამეცნიერო ცენტრის“ მიერაა შექმნილი.

მიშუსტინის ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე კორონავირუსის ვაქცინაციის პროგრამაში ახლად დარეგისტრირებული ვაქცინის გამოყენება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რუსეთმა პირველი ვაქცინა - Sputnik V-ი- გასული წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირა, მეორე, EpiVacCorona, კი - ოქტომბერში.

იხილეთ ვიდეო:რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა - CoviVac-ი დაარეგისტრირა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა