"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას ინფორმაციით, ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრას ესწრება ყველა ის ოპოზიური პარტია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება და მათ შორის განხილვის ერთ-ერთი თემა სამომავლო აქციებიც არის.

"მსჯელობის შედეგებთან მიმართებით, ნიკა მელია გესაუბრებათ და მიღებულ გადაწყვეტილებას გეტყვით. ყველაზე მთავარი რაც არის და რაზეც ბოლომდე ვართ შეჯებული, ჩვენ ისევ პრინციპულად ვითხოვთ მოლაპაკებების განახლებას და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობის დაწყებას. ამაზე მეტს ამ წუთას ვერ გეტყვით, თავად ნიკა მელია გეტყვით, რა გადაწყვიტეს ოპოზიციურმა პარტიებმა",- განაცხადა კორძაიამ.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაცვის სტრატეგიას, როგორც კორძაიამ აღნიშნა, მელია საკმარისად დაცულია და დაცულია იმ ადამიანების მხარდაჭერით, ვინც ხმა გაერთიანებულ ოპოზიციას მისცა. მისი თქმით, საზოგადოების ეს დაცვა მელიას აძლიერებს.

იხილეთ ვიდეო: „ნაციონალური მოძრაობის“ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს