ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის გზა იმდაგვარად არის დაპროექტებული, რომ მონაკვეთები ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში

რიკოთი, ისევე როგორც ქვეშეთი-კობი, არის ჩვენი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილი, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტიდან იწყება და ჩინეთის საზღვრამდე მიდის. ეს უკვე იმთავითვე არის დამატებითი მოთხოვნის შექმნის საფუძველი. გარდა ამისა, დერეფნის მიმზიდველობა სხვადასხვა პარამეტრებით ისაზღვრება და მთავარი პარამეტრი რაც გზასთან მიმართებაშია, ეს არის მომსახურების ხარისხი , - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ საკომიტეტო მოსმენაზე, მან აღნიშნა, რომ ყველა ამ მასშტაბურ პროექტში ჩვენი საერთაშორისო განვითარების პარტნიორები გვიდგანან გვერდში და ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო კარგად გაიგოს ამ პროექტების შესახებ.

"რიკოთის გზა იმდაგვარად არის დაპროექტებული, რომ მონაკვეთები ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში, მოხერხდა გამოწვევებზე ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიება, ხაშურსაც აქვს შემოვლითი გზა, ქუთაისსაც აქვს ოთხ-ზოლიანი შემოვლითი გზა და ჯაპანა-ლანჩხუთის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ რეგიონსაც უკვე ასევე 4-ზოლიანი მაგისტრალური გზით ვუვლით გვერდს. რაც შეეხება ვადებს, მეოთხე მონაკვეთზე (შორაპანი- არგვეთა), პანდემიის გამო რეალურად უფრო გვიან მოგვიწია სამუშაოების დაწყების ნებართვის გაცემა. რა თქმა უნდა პანდემიას აქვს გავლენა, არის ბევრი გარემოება , რომელმაც შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ არსებული პროგრესის გათვალისწინებით ეს არის ის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები , რომელზეც ჩვენ ვართ დაგეგმილი”- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა