ირანის მთავრობის პრესსპიკერი - ირანი დარწმუნებულია, აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მალე მოიხსნება

ირანი მიიჩნევს, რომ გამუდმებული დიპლომატიური დავის მიუხედავად, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უახლოეს მომავალში გაუქმდება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ დიპლომატიური დავის მიუხედავად, დიპლომატიური ინიციატივები ხელსაყრელ შედეგს გამოიღებს, უახლოეს მომავალში ყველა სანქციის მოხსნის ჩათვლით, რაც ბუნებრივი საწინდარია იმისთვის, რომ მხარეები თავიანთი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდნენ“, - განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბიეიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ვიდეო შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ირანი 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდება, შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს და მზად არის, ამ მიზნით ირანთან დისკუსიებში ჩაერთოს. ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.

ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20% -მდე გამდიდრება განაახლოს და ასევე შეაჩეროს გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა