ავღანეთში მომხდარ სამ აფეთქებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 5 და დაშავდა 2 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას nbcnews-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქაბულის პოლიციის პრესსპიკერმა ფერდოუზ ფარამარზმა განაცხადა, რომ პირველი ორი აფეთქება 15 წუთის შუალედით მოხდა, მესამე კი, რომლის სამიზნე პოლიციის მანქანა იყო, ორი საათის შემდეგ.

დაღუპულებს შორის ორი სამხედრო, ორი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია. ქაბულის პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს