დავით ზალკალიანი - ჩვენ არ გვინდა არანაირი ბარიერი, ჩვენ არ გვინდა მავთულხლართები, ჩვენ არ გვინდა უკანონო დაკავებები

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთი ცდილობს მცდარი ნარატივის შექმნას, თითქოს, საქართველო ჩართულობის პოლიტიკის, შერიგების, პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგია.

როგორც მან პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ყველა საერთაშორისო პარტნიორის თანდასწრებით, რუსეთის ფედერაციასთან მათ მიერ უგულებელყოფილ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ვსაუბრობთ. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია ზეწოლის გაზრდა, მუდმივად შეხსენება, რომ დღეს იქ პროგრესის არარსებობა მხოლოდ ერთი ფაქტორითაა განპირობებული, იმ ფაქტორით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრ ვალდებულებას. ასევე, იმით არის გამოწვეული, რომ ისინი დღეს ცდილობენ საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში, დააფუძნონ ახალი ნარატივი, რომ თითქოს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ე.წ. დე ფაქტო ხელისუფლებას შორის. სიტუაციას ისე წარმოაჩენენ, თითქოს, საქართველო ჩართულობის პოლიტიკის, შერიგების, პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგია. არამც და არამც, ეს არის ის მცდარი ნარატივი, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა და მოწადინებული ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და და თანამოქალაქეებთან პირდაპირი დიალოგის. ჩვენ არ გვინდა არანაირი ბარიერი, ჩვენ არ გვინდა მავთულხლართები. ჩვენ არ გვინდა უკანონო დაკავებები, არ გვსურს ადამიანის უფლებების უხეში უგულვებელყოფა, მაგრამ ჩვენ, ჩვენს ძმებსა და დებს, ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ვთავაზობთ იმ სიკეთეების გაზიარებას, რა სიკეთეც მოაქვს საქართველოში ევროკავშირის ინტეგრაციას. მათ ვთავაზობთ შესაძლებლობას გამოიყენეონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს გავლით, გამოიყენონ თავისუფალი გადაადგილება, სავიზო მიმოსვლა, მიიღონ განათლება ევროპისა და აშშ-ს საუკეთსო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში.

ჩვენ გვსურს პირდაპირი დიალოგი, მაგრამ არა იმ ფუნდამენტური მნიშვნელოვანი საკითხების ხარჯზე, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებასთან. საქართველო არის თანმიმდევრული საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს