Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 200 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 87 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 200 მილიონამდე ადამიანი აიცრა. ყველაზე მეტი - 60 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ევროკავშირში საერთო ჯამში ვაქცინაცია 25.3 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7.1 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 78 ვაქცინირებულს ნიშნავს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოშიც მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)