ზურაბ ჯაფარიძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე -  ეს ადამიანი ცდილობს გაიგოს, რა პოზიციები არსებობს, ალბათ ეცდება, რომ გამოსავალი მოიფიქროს

„საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ყველა ვცდილობთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ვიპოვოთ“, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდნენ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს ადამიანიც ამ ქვეყნის გულმხურვალე მეგობარია და სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.

"როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან მოიძებნოს, ისიც ამგვარად ფიქრობს. ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო. მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია. მოლაპარაკების მაგიდასთან "ქართული ოცნება" უნდა დაჯდეს და მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმ ოთხი პუნქტის გარშემო, რაც უკანასკნელი ოთხი რაუნდია მაგიდაზე დევს. ეს ადამიანი ცდილობს გაიგოს, რა პოზიციები არსებობს ზოგადად და საბოლოო ჯამში, ალბათ ეცდება, რომ აქედან გამოსავალი მოიფიქროს. ეს ერთგვარი ფასილიტაციაა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ცალსახაა ყველა ის გზავნილი, რაც დასავლეთიდან პარტნიორების მხრიდან მოდის.

"ყველას შეფასებაა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნა. ასე კონკრეტულად, ამ სიტყვებით ჩვენ საუბარი არ გვქონია ამ ადამიანთან, მაგრამ ზოგადად, ეს არის გზავნილი, რომელიც მოდის პარტნიორებისგან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა