ჯო ბაიდენმა ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძლიერი ყინვისა და უამინდობის გამო, ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სტიქიასთან გამკლავების მიზნით ფედერალური ბიუჯეტიდან შტატი ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დაბალ ტემპერატურას აშშ-ში 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ტეხასის შტატში უკვე რამდენიმე დღეა ტემპერატურა რეკორდულად დაეცა. მსგავსი ყინვა შტატში ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში ტეხასში ჩასვლასა და სიტუაციის ადგილზე გაცნობას გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო