ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ავსტრალიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. პირველი ავსტრალიელი, რომელიც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 84 წლის ჯეინ მალისიაკი იყო.

ვაქცინაციის დაწყების პირველივე დღეს ვაქცინა გაიკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმაც.

ავსტრალიაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა იანვარში დაარეგისტრირეს, რამდენიმე დღის წინ კი, ადგილობრივმა რეგულატორმა Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

პანდემიის დაწყების დღიდან ავსტრალიაში კორონავირუსის 28 900-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 909 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს