არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური კვლევის მისიამ მარსის ორბიტას წარმატებით მიაღწია (R)

მუნირა ალმარზუქი - არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში მეხუთე და პირველი არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც პლანეტა მარსს მიაღწია. „ხომალდი იმედი“ წითელი პლანეტის ორბიტაზე 2021 წლის 9 თებერვალს შევიდა, რაც კვლევითი მისიის ყველაზე რთული და საშიში ეტაპია. ამით ხომალდმა თავისი კოსმოსური სვლის მეოთხე ძირითადი ეტაპი დაასრულა. იაპონიის “ტანეგაშიმა” ბაზიდან 2020 წლის 20 ივლისს H2A რაკეტის ბორტიდან გაშვების შემდეგ ხომალდმა შემდეგი ეტაპები დადგენილი თანმიმდევრობით გაიარა: გაშვების ეტაპი, ადრეული ოპერაციების ეტაპი, კოსმოსში ნავიგაციის ეტაპი და ორბიტაზე შესვლის ეტაპი.

ისტორიული მისია

შვიდ წელს ითვლის არაბთა გაერთიანებული საამიროების მარსის შემსწავლელი მისიის, "იმედის ხომალდის" შექმნის იდეა, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმმა 2013 წლის ბოლოს დედაქალაქ აბუ დაბიში, სერ ბანი იასის კუნძულზე გამართულ მინისტერიალზე წარადგინა. იდეის რეალური განხორციელების დაწყება კი უკავშირდება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის მიერ 2014 წელს გამოცემულ დეკრეტს საამიროების კოსმოსური სააგენტოს შექმნის შესახებ, რომელმაც მარსზე პირველი არაბული ზონდის, „იმედის ხომალდის“ გაგზავნაზე დაიწყო მუშაობა. მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსურმა ცენტრმა თავის თავზე აიღო ხომალდის შექმნისა და კვლევის ეტაპების განხორციელება და ზედამხედველობა.

გამოწვევებისა და შესაძლებლობების გარდაქმნა

2014 წლიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მარსის კვლევის პროექტმა წარმატებით გადალახა მრავალი გამოწვევა, განსაკუთრებით მსოფლიოში კორონას პანდემიის მიერ შექმნილი გარემოებები. პროექტის სამუშაო გუნდმა ხომალდის დუბაიდან იაპონიაში გადაყვანა და მისი „ტანაგეშიმა“ ბაზაზე განთავსება წარმატებით შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სამეცნიერო მისიები 10-დან 12 წლამდე პერიოდს საჭიროებს, მაშინ, როდესაც საამიროების პროექტი ნაკლებ დროსა და ნაკლები დანახარჯებით შესრულდა. დაიხარჯა 200 მილიონი დოლარი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში სხვა მსგავს მისიებსა და პროექტებს შორის და ქვეყნის საინჟინრო და სამეცნიერო კადრების ძალისხმევის დამსახურებაა.

არაბული მიღწევა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პროექტი, რომელიც მარსის გამოკვლევას ისახავს მიზნად, მთლიანად კაცობრიობასა და სამეცნიერო საზოგადოებას ემსახურება და ინფორმაცია, რომელსაც წითელ პლანეტაზე ჩატარებული კვლევის შედეგად მოიპოვებს, 200-ზე მეტი სამეცნიერო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ემსახურება არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და მსოფლიოს ახალგაზრდების ინტერესს, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლონ მეცნიერება, მათემატიკა, ინჟინერია, ტექნოლოგია და ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების შექმნას კოსმოსური ტექნოლოგიის, ინოვაციისა და კოსმოსური სამეცნიერო კვლევების სფეროებში. ეს ამბიციური სამეცნიერო პროექტი ასევე მიზნად ისახავს ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და არაბული სამყაროს შესაძლებლობების განვითარებაში ინფრასტრუქტურის, ინჟინერიის, სამრეწველო, სამეცნიერო და კვლევითი სფეროებში.

არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსის პირველ სურათს იღებს "იმედის ზონდიდან“

მარსის კვლევის პროექტმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ "იმედის ზონდმა" წითელი პლანეტის პირველი სურათები დადგენილი ვადების შესაბამისად გადაგზავნა, რითაც მარსზე 1000 გიგაბაიტი მოცულობის ახალი მონაცემების შეგროვების ფაზა დაიწყო, რომლის მიზანია მეცნიერებასა და კოსმოსურ სექტორში კვანტური ნახტომის მიღწევა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მარსის პირველი სურათის მიღება ითვლება კვლევის, მისი ქვესისტემების, სამეცნიერო აღჭურვილობის, ხარისხის ეფექტურობისა და დუბაის კონტროლის ცენტრთან გლუვი და ეფექტური კომუნიკაციის მაჩვენებლად, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ მისია კარგად შესწავლილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამეცნიერო მოწყობილობების ტესტირება ხდება, რაც ითვალისწინებს მთელ რიგ ოპერაციებს ზონდის შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად და აპრილის თვეში მისი სამეცნიერო ორბიტაზე უსაფრთხო გადაადგილების მისაღწევად.

(R)

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს