სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 170 402 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 164 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 161 994-ია.