IDFI - მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება და უზრუნველყონ შეკრების უფლების მშვიდობიან გარემოში რეალიზება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 19 და 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს, იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს საპროტესტო აქციების უმართავ რეჟიმში გადასვლას. ორგანიზაცია პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა საშუალება და უზრუნველყონ შეკრების უფლების მშვიდობიან გარემოში რეალიზება.

,,2021 წლის 19 თებერვალს პოლიციამ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წევრები დააკავა. აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ციფრი დაკავებების შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე კვლავ დააკავეს აქციის მონაწილეები, ამავე დროს ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლების კიდევ უფრო გააქტიურება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრებებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების მშვიდობიან რეჟიმში წარმართვა. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს, იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს საპროტესტო აქციების უმართავ რეჟიმში გადასვლას.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და მკაცრად დაიცვას კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი პოლიციას ავალდებულებს შეკრების თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს პროპორციულობის პრინციპით. სამართალდამცავ ორგანოთა მიერ აქციის მონაწილეებისადმი არაპროპორციული ან/და უკანონო მოთხოვნების წაყენებით, აგრეთვე ამ მოთხოვნათა აღსრულებით ვითარების ესკალაციისთვის პასუხისმგებლობა სრულად (და)ეკისრება სახელმწიფოს. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება და უზრუნველყონ შეკრების უფლების მშვიდობიან გარემოში რეალიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა