ალეკო ელისაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს - გაგიჟდნენ ბავშვები სახლში ყოფნით, უნდოდათ სკოლებში წასვლა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ღვთის ანაბარა გავუშვით ბავშვები ხომ?

კი, გაგიჟდნენ ბავშვები სახლში ყოფნით, უნდოდათ საჯარო სკოლებში წასვლა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ვაქცინა შემოტანილი არ არის და ასე ღვთის ანაბარა გავუშვით ბავშვები ხომ?, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

,,მოქალაქეების“ ლიდერმა მედიკამენტების ფასზეც ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტები „უღმერთოდ არის გაძვირებული და პენსიონერები მთელს პენსიას აფთიაქში ტოვებენ“.

,,კოვაქსის პლატფორმის გარდა, იყენებთ თუ არა რაიმე გზებს, ან საშუალებებს იმისათვის, რომ ვაქცინა მოვიპოვოთ? რატომ არ დაიჭირა თადარიგი თქვენმა უწყებამ და სამინისტომ, რომ ვაქცინა დროზე შემოგვეტანა? ისრაელის ნახევარ მოსახლეობაზე მეტი აცრილია და ამის შემდეგ დაიწყეს ქვეყნის გახსნა, ჩვენთან როგორ ხდება? კი, გაგიჟდნენ ბავშვები სახლში ყოფნით, უნდოდათ საჯარო სკოლებში წასვლა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა, ვაქცინა შემოტანილი არ არის და ასე ღვთის ანაბარა გავუშვით ბავშვები ხომ? არ ვიცით როგორი შედეგები იქნება, ლოგიკური იქნებოდა, რომ პირიქით მომხდარიყო.

იქნებ აგვიხსნათ, რატომ არის ასე უღმერთოდ ძვირი მედიკამენტები, პენსიონერები ლამის მთელს პენსიას აფთიაქში ტოვებენ და გროშები რჩებათ, რომ წამლებთან ერთად იყიდონ საკვებიც. ვიცით უამრავი მაგალითი, რომ გვერდზე ქვეყნებში მედიკამენტები უფრო იაფი ღირს და ანალოგიური ღირს ჩვენთან გაცილებით ძვირი, რატომ ხდება ეს და რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ ასე ცეცხლი არ ეკიდოს მედიკამენტებს?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა