ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება “ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა

თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.

მან თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ჯარის მოდერნიზაციის გეგმებზე ისაუბრა. ბურჭულაძის განცხადებით, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით იგეგმება “ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესი დაფუძნებულია სისტემურ და მრავალწლიან აღმშენებლობის ხედვებზე.

მან განსაკუთრებული ყურადღება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტზე გაამახვილა: - თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმაზე, რომელიც სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში პირველად შემუშავდა და ორიენტირებულია ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ახალი ოთხწლიანი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ მიმართულებებსა და ამოცანებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა