ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებად დასახული გვაქვს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით ნატოსთან თავსებადობის გაზრდა

თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებად დასახული გვაქვს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენი ქვეყანა მუდმივად განიცდის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით წნეხს, ასევე გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის სურვილზე, შეიცავს უსაფრთხოების რისკებს საქართველოსთვის და მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. არსებული გარემოსა და გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ღირებულებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ჩვენი მოქალაქეებისათვის კეთილდღეობის შესაქმნელად, საქართველო ვალდებულია განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ურყევ არჩევანს“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითადი მიზნების, ეფექტური შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებად დასახულია ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერება და სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე, თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში არსებული უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება დაასახელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა