ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა

თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა, - ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებასაც.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ბატონი პრემიერობის კანდიდატის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო და რომლის განხორციელება და გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა, გახლავთ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების შეძენა და რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თავდაცვის ძალების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით აღჭურვა გაგრძელდება.

“თავდაცვის ძალებში დაწყებულია ნატოს სტანდარტების შეაიარაღებაზე გადასვლის პროცესი. ეს პროცესი აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. მიმდინარე წელს ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის აღჭურვას ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით“, - აღნიშნა მან.

პარლამენტის კომიტეტებში ნდობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა