თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ქართული კიბერთამაშების შექმნაზე მუშაობენ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრო ქართული კიბერთამაშების შექმნაზე მუშაობს. როგორც მან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქართული თამაშები იქნება პატრიოტიზმზე ორიენტირებული და საინტერესო იქნება როგორც ჯარში მოხმარებისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

,,კიბერთამაშები ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და გვინდა შევქმნათ ქართული თამაშები, რომელიც იქნება პატრიოტიზმზე ორიენტირებული და საინტერესო იქნება, როგორც ჯარში მოხმარებისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას ე.წ. საპარადო ფორმით ქუჩაში სიარულთან დაკავშირებით. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, ქუჩაში ჯარისკაცებისთვის ფორმით სიარულის საკითხი აუცილებლად დადგება. ,,ფორმით სიარული ჩემი სამინისტროში მისვლის ერთ-ერთი კითხვა იყო, რატომ არ შეიძლება, რომ ფორმით იარონ? იყო არგუმენტები, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი მხარეები. თუმცა, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს, დღეს ისეთი ფორმა აცვია ჩვენ ჯარს, ამ ფუფუნების საშუალებას ევროპული ქვეყნებიც ვერ აძლევენ თავიანთ თავს, რომ სეზონურად ჰქონდეთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უნიფორმა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა