გიგა ბოკერია აქციების გადადებაზე - თუკი შემორჩა კეთილგონიერება მთავრობას, გამოიყენოს შანსი და რეალურ მოლაპარაკებებზე დაჯდეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განმარტა, თუ რატომ მიიღო ოპოზიციამ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციების გადადების გადაწყვეტილება.

როგორც მან ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, ეს შანსია ხელისუფლებისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

„მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ რბილად რომ ვთქვათ, ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში მივცეთ სივრცე, შანსი მათ შორის საქართველოს დღევანდელ მთავრობას, იმ ნერვოზული ვითარების გამო, რომელიც მათი ნაბიჯების შედეგად არის შექმნილი, გადადგან ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, რეალური დიალოგისკენ, ვადამდელი, ნორმალური არჩევნებისთვის, პოლიტიკური პატიმრის, ციხეში ჩატოვებული გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის მთლიანად დასრულებისთვის, სადაც პირველ რიგში არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას საკითხი. ეს არის ის საკითხები, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას, რათა ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. ამ აქციის გადადებაზე გადაწყვეტილება განპირობებულია სწორედ ამ ამოცანით. თუკი შემორჩა კეთილგონიერება მთავრობას, გამოიყენოს ეს შანსი და ამ საკითხთან დაკავშირებით რეალურ მოლაპარაკებებზე დაჯდეს “, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა