ანონსი 22 თებერვალი

22 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საკონტაქტო: 598549484

22 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის" ხელმძღვანელი გიგი სისვაძე და კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ფინანსური კრიზისი კერძო ბაღების სექტორში. თხოვნა მთავრობას ბაღების 1 მარტიდან გახსნასთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" სხდომა გაიმართება.

თემა: საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

22 თებერვალს, 11:30 საათზე, „რესტორატორთა ასოციაცია" „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს და პრემიერობის კანდიდატს მიმართავს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

22 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

22 თებერვალს, 13.00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, „ევროპული საქართველოს“ ახალგზარდული ფრთა აქცია-პერფორმანსს გამართავს.

საკონტაქტო: 5 99 43 43 08 მაკუნა ჟვანია

22 თებერვალს, 14:00 საათზე, მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას - "მეორედ მოსვლა" გამართავს.

22 თებერვალს, 14:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

22 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

22 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სარჩელების განხილვა დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს