„ევროპელი სოციალისტები“ - უარს ვაცხადებთ მივიღოთ მონაწილეობა ხვალ მინისტრების კანდიდატებთან დაგეგმილ ცალკე შეხვედრაში

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატთა ჯგუფი უარს აცხადებს მიიღოს მონაწილეობა ხვალ მინისტრების კანდიდატებთან დაგეგმილ ცალკე შეხვედრაში.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, უმჯობესია, მსგავსი იმპერატიული შეხვედრის ნაცვლად, მათი შეკითხვები და განცხადებები ფართო საზოგადოების წინაშე გაჟღერდეს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება უარი ვთქვათ, ხვალ ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში, საქართველოს პარლამენტში მინისტრების კანდიდატებთან ცალკე დაგეგმილ შეხვედრაში. ჩვენი აზრით, უმჯობესია, მსგავსი იმპერატიული შეხვედრის ნაცვლად, ჩვენი შეკითხვები და განცხადებები გავაჟღეროთ ფართო საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მუშაობაში, სადაც გვექნება ჩვენი მოსაზრებები და შეკითხვები მინისტრების კანდიდატებთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა