ჟიგიმანტას პავილიონისი - ვშიშობ, ესკალაცია ძალიან შორს წავიდა, მაგრამ იმედი მაქვს, შანსი ჯერ კიდევ არსებობს - ვიმედოვნებ, საქართველოს კვლავ შეუძლია იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი

ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა , - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ის იმედოვებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების თაობაზე შანსები ჯერ კიდევ არსებობს.

„ვხედავ, პოზიტიურ სიგნალებს ოპოზიციიდან და იმედი მაქვს, მთავრობიდანაც წამოვა ანალოგიური სიგნალები. ვშიშობ, ესკალაცია ძალიან შორს წავიდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შანსი ჯერ კიდევ არსებობს. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა ახლა, ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვილაპარაკებთ, თუ დავინახავთ, საქართველოს მთავრობა ოპოზიციის იზოლაციისაკენ წავიდა. თუ ესკალაცია გაგრძელდა, ამის საფასურის გადახდა მთავრობას მოუწევს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასე შორს არ წავალთ.

ჩვენ ვიქნებით დიდი კოალიცია თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და ვიმედოვნებ, რომ ამ კოალიციებში ჩვენ გვეყოლება საქართველოს მთავრობაც, მაგრამ ჩვენ ასევე ვიქნებით ძალიან მკაფიო. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა