გიგი უგულავა „ქართულ ოცნებას“ - მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი, ნუ გაქვთ განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება სისუსტეა - მოდით გონს და ვიაროთ სიტუაციის განმუხტვის გზით, სხვა ყველა გზა ჩიხია

მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, ნუ გაქვთ იმის განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება არის სისუსტე, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ხელისუფლებას.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა.

„მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის და თვითონ ხელისუფლებისთვის. ეს იქნება კატასტროფა ბევრი უდანაშაულო ადამიანისთვის. ჩვენ ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ დაგვიტოვა. მთელი 8 წელიწადი ხელისუფება ყველაფერს აკეთებდა, რომ მილიონზე მეტი საკუთარი თანამოქალაქე საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ გამოეცხადებინა, რომელსაც შეგიძლია აგინო, აფურთხო, შეურაცხყო, დაამცირო, ყველა კანონის სიმკაცრე გაავრცელო და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩეს. ამიტომ, ერთ მხრივ, ჩვენ ვართ მტკიცე, როგორც არასდროს. მშვიდი, როგორც არასდროს. ამავე დროს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთად ჩვენი პარტნიორების თხოვნით მივიღეთ“,-განაცხადა უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არ დახურავს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის დარჩენილ პატარა სივრცეს, რადგან უგულავას თქმით, ისინი კონსტიტუციურ უფლებებს იცავენ.

„ ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ იმიტომ, რომ უკან დასახევი უბრალოდ აღარ არის. მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, ნუ გაქვთ იმის განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება არის სისუსტე. შეცდომა შესაძლოა ყველას მოუვიდეს, განსაკუთრებით ჩვენს ავ-ბედით სასამართლოს. ამიტომ, მოდით გონს და ვიაროთ სიტუაციის განმუხტვის გზით. სხვა ყველა გზა არის ჩიხი“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა