ირანი გაეროს ბირთვული ობიექტების მოულოდნელი შემოწმების უფლებას უზღუდავს

ირანი ბირთვულ ობიექტებზე გაეროს ინსპექტირების წვდომის 3 თვით გახანგრძლივებაზე დათანხმდა, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა ირანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თეირანი სააგენტოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა უქმდება „დამატებითი ოქმის“ განხორციელება, რომლის თანახმადაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფლება აქვს ბირთვული ობიექტების მოულოდნელი, დაუანონსებელი შემოწმება ჩაატაროს.

„სამწუხაროდ, „დამატებითი ოქმი“ უქმდება,“- განაცხადა რაფაელ გროსმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეზღუდავდა, იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სხვა მხარეები არ ითანამშრომლებდნენ მასთან. ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20% -მდე გამდიდრება განაახლოს და ასევე შეაჩეროს გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

იხილეთ ვიდეო:ირანი გაეროს ბირთვული ობიექტების მოულოდნელი შემოწმების უფლებას უზღუდავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო