ბარსელონაში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

ესპანეთში დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეექვსე ღამეა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბარსელონაში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები და ნაგვის ურნები ესროლეს.

კატალონიის რეგიონალური პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ხუთი ადამიანი დააკავეს, დაშავდა ერთი პოლიციელი.

Reuters-ი წერს, რომ აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით : "თქვენ გვასწავლეთ, რომ აზრი არა აქვს, ვიყოთ მშვიდობიანები".

32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გავრცელებული ინფორმაციით, რეპერის დაკავების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, საერთო ჯამში, 95 ადამიანია დაკავებული, ერთმა მომიტინგემ კი ბარსელონაში მომხდარი ერთ-ერთი არეულობის დროს თვალი დაკარგა.

იხილეთ ვიდეო:ბარსელონაში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა