გერმანიაში სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის ვაქცინას დაგეგმილზე ადრე შესთავაზებენ

გერმანიაში დაწყებითი სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე ჩაუტარდეთ, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ მოსახლეობა სამ ჯგუფად დაყო, იმისთვის, რომ ვაქცინა პირველ რიგში იმ ადამიანებმა მიიღონ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათ შორის 80 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებმა. ამ ეტაპზე მასწავლებლები და საბავშვო ბაღის თანამშრომლები ბოლო ჯგუფში შედიან.

„ჩვენ გვსურს, ეს ჯგუფი მეორე კლასტერს მალე დავამატოთ და მათ ვაქცინა უფრო ადრე შევთავაზოთ“, – განაცხადა შპანმა.

ცნობისათვის, დღეიდან ქვეყნის 16 ფედერალური რეგიონიდან ათი საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლების გახსნას აპირებს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიაში სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის ვაქცინას დაგეგმილზე ადრე შესთავაზებენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო