ნიგერის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად საარჩევნო კომისიის 7 წევრი დაიღუპა

ნიგერის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს საარჩევნო კომისიის კუთვნილი ავტომობილი ააფეთქეს, რასაც კომისიის 7 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დასავლეთით მდებარე ტილაბერის რეგიონში მოხდა.

ტილაბერი ნიგერის, ბურკინა ფასოსა და მალის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც, ბოლო დროს, „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მოიკიდეს ფეხი და შეტევებიც გაახშირეს.

ცნობისათვის, კვირას ნიგერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ერთმანეთს მმართველი პარტიის კანდიდატი მუჰამედ ბაზუმი და ყოფილი პრეზიდენტი მაჰამან ოსმანი დაუპირისპირდნენ.

იხილეთ ვიდეო:ნიგერის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად საარჩევნო კომისიის 7 წევრი დაიღუპა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა