1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყების ხელმძღვანელი პირები კოჯორში შეკრებილ სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ და ჯარისა და სახალხო გვარდიის ის მებრძოლები გაიხსენეს, რომელთაც 100 წლის წინ თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში წითელი არმია დაამარცხეს.

„მემორიალთან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის წარმომადგენლები, სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები, ასევე, ორგანიზაცია „აისის“ წევრები იმყოფებოდნენ. კოჯორში შეკრებილ საზოგადოებას სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. მოგვიანებით, ღონისძიების მონაწილეებმა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილიც მოინახულეს.

„თბილისის დამცველთა დღე“ ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა