თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 14 პირი დააკავეს, რომლებსაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ედებათ ბრალად, - ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დედაქალაქ ანკარაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 21 პირი იმყოფებოდა, აქედან 14 ეჭვმიტანილი დაკავებულია, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია გრძელდება.

თურქეთმა „ისლამური სახელმწიფო“(„დაეში“) ტერორისტულ ორგანიზაციად 2013 წელს გამოაცხადა. მას შემდეგ დაჯგუფებამ თურქეთში არაერთი თავდასხმა მოაწყო, რასაც, საერთო ჯამში, 315 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა