ზაალ უდუმაშვილი - აქცია დროებით გადადებულია, ხელისუფლებას დრო მივეცით, რომ მოლაპარაკება შედგეს, თუ ეს მოლაპარაკება და შეთანხმება არ შედგა, აქციები გაგრძელდება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია დროებითაა გადადებული და თუ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, აქციები გაგრძელდება. უდუმაშვილის თქმით, ოპოზიამ დაანონსებული აქციის გადადებით ხელისუფლებას დრო მისცა.

“ჩვენ ველოდებით საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მათ შორის იმ სცენარისთვის, რომ თუ ხელისუფლება გადადგამს იმ უგუნურ ნაბიჯს, რასაც ჰქვია ცენატრალური ოფისის შტურმი, ჩვენ ამისთვისაც ვემზადებით და ყველა კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ უფლება, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, ეს არის თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და თითოეული იმ ადამიანის დაცვა, რომელიც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის. ასევე, ძალაში რჩება ის აქციები, რომლებიც დაანონსებული იყო. ჩვენ გადავდეთ 25 თებერვლის აქციები შეგნებულად იმისთვის, რომ ხელისუფლებას მივეცით საშუალება, დაფიქრდეს და დროულად წამოვიდეს დიალოგზე, თუმცა თუ ეს მოლაპარაკება და შეთანხმება არ შედგა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ეს არის დროებით გადადებული აქცია, ჩვენ მივეცით ხელისუფლებას დრო, რომ კიდევ შედგეს მოლაპარაკებები. ჩვენ შევთავაზეთ მოლაპარაკებები, ისინი არ მოდიან მოლაპარაკებებზე, ეს არის რეალობა. რა არგუმენტებიც არ უნდა დაასახელონ, ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” მოლაპარაკების მაგიდასთან არ მოდის”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადეს.

იხილეთ ვიდეო:ზაალ უდუმაშვილი - აქცია დროებით გადადებულია, ხელისუფლებას დრო მივეცით, რომ მოლაპარაკება შედგეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა