არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება

არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება. კომისიაში ორი წევრი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, ორი - უმრავლესობის დეპუტატი.

დროებით საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და კვოტების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უკვე მიიღო.

როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში სულ მცირე რვა ადგილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, თავადვე აცხადებენ უარს კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე. საკითხის განხილვისას, "ქართული ოცნების" წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას შეუერთდება და შესაბამისად, კომისიის 4-კაციანი შემადგენლობა გაიზრდება. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ამომრჩევლისადმი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის სტატუსით კომისიაში დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ერთვებიან.

იხილეთ ვიდეო:არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა