საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ევროპის პარლამენტის ინდუსტრიის, კვლევებისა და ენერგეტიკის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს შორის ონლაინ საუბარი შედგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და ევროპის პარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, ამჟამად ევროპის პარლამენტის ინდუსტრიის, კვლევებისა და ენერგეტიკის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარესთან, პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკისთან ონლაინ საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ საუბარში ავსტრიიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიაში, ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ილია მარჯანიძე ჩაერთო. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დავით მახვილაძე და სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ონლაინ საუბრის რეჟიმში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში მოღვაწე კოლეგებთან შეხვედრები. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და აქტუალური ონლაინ საუბარი ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგესთან, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელთან, პროფესორ მარკუს გაბრიელთან. დღეს კი, იგივე ფორმატში საუბარი პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკისთან შედგა.

ონლაინ საუბრის თემა შეეხო ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა: სოლიდარობის საკითხი ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით Covid 19-ით გამოწვეული სირთულეების დროს; ევროკავშირის მომავალს და საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოებისა, აგრეთვე, მხარდაჭერას მისი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოებების ტრანსფორმაციაზე და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდამჭერ, მნიშვნელოვან როლზე. საინტერესო იყო ჩვენი სტუმრის პოზიცია განათლების სფეროში, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ და განათლების როლის თაობაზე, რასაც ჩვენ ქართული საზოგადოების ჯანსაღი, მდგრადი ტრანსფორმაციის ქვაკუთხედად განვიხილავთ“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, ზდისლავ კრასნოდებსკი, პოლონელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, სხვადასხვა დროს იყო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კასელის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი; ბრემენის უნივერსიტეტის სტუმარ-პროფესორი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კულტურის ისტორიის მიმართულებით; ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი; პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი; ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისმცოდნეობის სემინარის ხელმძღვანელი; ბრემენის უნივერსიტეტის პოლონური კულტურის ინტერდისციპლინური მიმართულების ხელმძღვანელი; ვარშავის კარდინალ-შტეფან-ვიშჩინსკის უნივერსიტეტის პროფესორი; 1995 წლიდან დღემდე - ბრემენის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2011 წლიდან - კრაკოვის აკადემია იგნატიანუმის საგანგებო პროფესორი; 2017-2019 წლებში - ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა