რატი იონათამიშვილი - ამბობენ, რომ ერთადერთი პირობა, რაზეც შეიძლება მოლაპარაკება შედგეს, რიგგარეშე არჩევნებია, ამ წინაპირობის გარეშე მოლაპარაკება შესაძლებელია

რიგგარშე არჩევნების ჩატარება არის აბსურდი - ამ წინაპირობის გარეშე მოლაპარაკება არის შესაძლებელი და ვფიქრობ, აუცილებელიც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

იონათამიშვილის განცხადებით, პოზიცია, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, გამორიცხავს ნებისმიერი შეთანხმების ფორმატს.

"ქართული ოცნება" მუდამ არის მოლაპარაკების მხარდამჭერი და ეს არის კონსტრუქციული ფორმა, თუმცა, რასაკვირველია, როცა ოპოზიცია ჯერ გამოდის ულტიმატუმის ენით და მერე ამბობს, რომ თითქოს მოლაპარაკებები სჭირდება, ვფიქრობთ, რომ აქ მაინცდამაინც გულწრფელობას არ აქვს ადგილი და კონკრეტული ქმედებებით, განცხადებებით უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ისინი რეალურად არიან მოწოდებული კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რისი პირველი ნაბიჯიც ცხადია, პარლამენტში შემოსვლა უნდა იყოს. რეალურად, ისინი უარს ამბობენ თანამშრომლობაზე და გადადიან რადიკალურ ნაბიჯებზე, რადიკალურ გზებზე, მათ არასდროს გაითვალისწინეს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები, რაც პარლამენტში შემოსვლას უკავშირდება. ამბობენ, რომ ერთადერთი პირობა რაზეც შეიძლება მოლაპარაკება შედგეს, ეს არის რიგგარშე არჩევნები, ეს არის ფარსი, თუ ამ წინადადებით გინდა მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა, ეს ნიშნავს, რომ ატყუებ საზოგადოებას. ცხადია, ამ წინაპირობის გარეშე მოლაპარაკება არის შესაძლებელი და ვფიქრობ, აუცილებელიც. რიგგარშე არჩევნების ჩატარება არის აბსურდი, ქართველმა ამომრჩეველმა თავისი ნება უკვე გამოხატა და არჩევნები აღიარებული იქნა ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას, რომ შემოსულიყვნენ პარალამენტში,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა