ჰეიკო მაასი ევროკავშირს ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციები დაუწესონ რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და პროდემოკრატიული აქტივისტების დარბევაზე არიან პასუხისმგებლები.

„მხარს ვუჭერ იმას, რომ მომზადდეს დამატებითი სანქციები, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს შეეხებათ,“- განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამის მიუხედავად, მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთთან გარკვეული სახის დიპლომატიის შენარჩუნება სჭირდება.

„ამავდროულად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან,“- აღნიშნა მაასმა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ე.წ. „ივ-როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და თავისუფლების 3.5 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა, რასაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციების დაშლის დროს სამართალდამცავებმა ათასობით ადამიანი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:ჰეიკო მაასი ევროკავშირს ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა