ანტონიო გუტერეში - ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომებით ჩაახშო

ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომებით ჩაახშო, ძირითადი თავისუფლებების კრიმინალიზაცია მოახდინა, ინფორმაციის დამოუკიდებელი გავრცელება და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეზღუდა, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, გუტერეშმა აღნიშნა, რომ რიგი ქვეყნების ხელისუფლებებმა კოვიდ 19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვები თავიანთი პოლიტიკური ოპოზიციის დასასუსტებლად გამოიყენეს და იყენებენ.

„ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკურ აქტივისტებსა და სამედიცინო სპეციალისტებსაც კი აკავებენ, აშინებენ და უთვალთვალებენ იმის გამო, რომ ისინი პანდემიის მიმართ მთავრობის რეაგირებას აკრიტიკებენ“, - განაცხადა გაერო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ”პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები საარჩევნო პროცესების ჩაშლის, ოპოზიციის ხმების შესუსტებისა და კრიტიკის აღსაკვეთადაც“ კი იყენებენ.

იხილეთ ვიდეო: ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა- ანტონიო გუტერეში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა