ირაკლი ღარიბაშვილი - სიცრუის მანქანასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ასეთ ბრალდებას საკადრისი პასუხი გავცეთ

მოსახლეობას, ბიზნესს, მთავრობას მუდმივად უწევს გადაწყვეტილების განუწყვეტელი საინფორმაციო პროპაგანდისტული ომის პირობებში მიღება - სიცრუის მანქანასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო პროაქტიულ რეჟიმში ყველა ასეთ ბრალდებასა და სიცრუეს საკადრისი პასუხი გავცეთ, - აღნიშნული განაცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და აქვე აღნიშნა, რომ სიმართლე მათ მხარესაა.

“ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევახსენოთ, რომ “ქართული ოცნების“ ხელისფლების პირობებში, მართლაც გამოკვეთილია სტაბილურობა და თავისუფლება. ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწმენი გავხდით. სამწუხაროდ და საუბედუროდ, აღნიშნული პროცესი კონკრეტული დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან გრძელდება, რაც ჩვენ არ გვაძლევს სწრაფი, ეფექტური და სტაბილური განვითარების საშუალებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!